სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების
თავი V მუხლი N31 თანახმად ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის
გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა
სამაგისტრო პროგრამის დასახელება: ევრაზიისა და კავკასიის კვლევები
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი
დადგენილების ნომერი №124369 (დანართი №305)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულება
პროგრამის კოორდინატორი: ასოცირებული პროფესორი ფიქრია ასანიშვილი
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
პროგრამის სავალდებულო სასწავლო კურსები - 40 ECTS კრედიტი
პროგრამის სავალდებულო სასწავლო არჩევითი კურსები - 40 ECTS კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომი - 30 ECTS კრედიტი
თავისუფალი კურსები - 10 ECTS კრედიტი
ევრაზიისა და კავკასიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მისაღები საგამოცდო შეფასების კრიტიერიუმები
ევრაზიისა და კავკასიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მიზანია :
მოამზადოს საგანმანათლებლო სივრცისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე ევრაზიისა და კავკასიის რეგიონის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები-მკვლევარები, რომლებიც შეძლებენ აღმასრულებელ, ანალიტიკურ და წარმომადგენლობით პოზიციებზე ნაყოფიერ საქმიანობას;
განუვითაროს სტუდენტებს ჰოლისტიკური და ინტერდისციპლინარული აზროვნება, რაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო სისტემის წინაშე არსებული კომპლექსური და მრავალმხრივი პრობლემების ანალიზის, პრევენციის, მათზე რეაგირებისა თუ მათთან დაკავშირებული რისკების მართვისათვის;
აღჭურვოს სტუდენტი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნით ევრაზიისა და კავკასიის რეგიონის შესახებ, მისი ეკონომიკური, პოლტიკური, სოციალური განვითარების თავისებურებებსა და გამოწვევებზე;
მისცეს კომპლექსური ცოდნა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, რეგიონალური პროცესების შესახებ ევრაზიისა და კავკასიის რეგიონში და ამავდროულად მიიღოს ცონდნა გარე ფაქტორებისა და საერთაშორისო პროცესების გავლენაზე რეგიონის მიმართ;
მოახდინოს რეგიონის საშინაო და საგარეო ურთიერთობებში არსებული ძირეული პრობლემების გააზრება და განზოგადება. ასევე ამ პრობლემებისადმი თეორიული ცოდნის მისადაგება.
დაეუფლოს კვლევითი საფუძვლების ისეთ ცოდნას, რომელიც მას შესაბამის სფეროში დამოუკიდებელი ორიენტაციის, კვლევის, საკითხის დასმის, მოსაზრებების ორიგინალური განვითარებისა და პრაქტიკული გამოყენების საშუალებას მისცემს;
შეიძინოს სამაგისტრო სწავლების დონისათვის გათვალისწინებული კვლევითი და ანალიტიკური უნარ–ჩვევები, რომელთა გამოყენებითაც შეძლებს, მათ შორის, სამაგისტრო ნაშრომის შესრულებას.
პროგრამაზე მიღებისათვის მოითხოვება:
ბაკალავრის ხარისხი ან 5 წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი ნებისმიერ სფეროში; სასურველია გარკვეული ცოდნა შემდეგ სოციალურ მეცნიერებებში: საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, საერთაშორისო სამართალი, პოლიტიკური გეოგრაფია, საერთაშორისო ეკონომიკა, სამართალი, უცხო ენები;
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
სტანდარტული საგანაცხადო დოკუმენტაცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის;
ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე B2 დონეზე (შესაბამისი სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, სხვა მათი ეკვივალენტური ტესტები), ან გამოცდის ჩაბარება - თსუ-ს ენათა ცენტრის მიერ ორგანიზებული სამაგისტრო მისაღები გამოცდა);
წერითი გამოცდა სპეციალობაში;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
მისაღები გამოცდების ფორმატი და საბოლოო ქულის გამოყვანის სტრუქტურა:
საერთო სამაგისტრო გამოცდა - საკმარისია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ბარიერების წარმატებით გადალახვა;
ინგლისური ენის გამოცდა - B2 დონე (50 %) - მინიმალური 51 ქულა
წერითი გამოცდა (50 - % ) - მინიმალური 51 ქულა
სამაგისტრო პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტებს ევრაზიისა და კავკასიის რეგიონის შესახებ უახლეს კვლევებზე დამყარებული ცოდნით, აგრეთვე ემპირიული ინსტრუმენტებით ამ სფეროს აქტუალური თემატიკის საკვლევად.
სტუდენტებს შეუძლიათ დარგის თეორიული მასალის ღრმად და შემოქმედებითად გააზრება, უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი, კომპლექსური და წინააღმდეგობრივი იდეების კრიტიკული ანალიზი და შეფასება, საკუთარი დასაბუთებული პოზიციის ჩამოყალიბება და პრობლემის გადაჭრისთვის ეფექტური გადაწყვეტილების მიღება.
სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, კუსდამთავრებულს შეუძლია:
ცოდნა და გაცნობიერება:
სიღრმისეულად აღწეროს და განმარტოს საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და უსაფრთხოების თეორიები; საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და განვითარების ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკა; ყველა ის ფაქტორი, რომელიც ზემოქმედებს როგორც ევრაზიისა და კავკასიის რეგიონულ პროცესებზე, ასევე საერთაშორისო სისტემაზე და გლობალურ პროცესებსა და ინსტიტუტებზე;
ევრაზიისა და კავკასიის რეგიონში მიმდიანრე პროცესების კრიტიკული ანალიზი, რეგიონში მიმდინრე პროცესების შესასწავლად ემპირიული კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით;
უნარი
ეფექტური კომუნიკაცია აწარმოოს დაინტერესებულ პირთან, მონაწილეობა მიიღოს გუნდურ მუშაობაში, გაიგოს და კრიტიკულად გაანალიზოს დარგის შესაბამისი ინგლისურენოვანი ტექსტი;
ევრაზიისა და კავკასიის რეიონში წარმოქმნილი თუ უკვე არსებული ძირითადი პრობლემის იდენტფიკაცია, გამოცალკევება და ერთმანეთთან შედარება;
სამეცნიერო დარგობრივ ლიტერატურაზე დამოუკიდებლად მუშაობა და ცოდნის რეგულარულად განახლება დარგობრივი ლიტერატურის ანალიზით;
დამოუკიდებლად აირჩიოს რეგიონში მიმდინრე აქტუალური საკვლევი საკითხები, განსაზღვრავოს და არგუმენტირებულად დაასაბუთოს შერჩეული კვლევის მეთოდოლოგია და თეორიული ჩარჩო, ააგოს კვლევის დიზაინი, ჩაატაროს საველე სამუშაოები და გამოკვეთოს მისი კვლევის ღირებულება დარგის განვითარების თვალსაზრისით;
პასუხისმეგლობა და ავტონომიურობა
აკადემიური წერისა და კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვით, უახლესი ცოდნის გამოყენებით, დამოუკიდებლად მოამზადოს წერითი თუ სამაგისტრო ნაშრომი და ეფექტურად, საინფორმაციო ტექნოლოგიებს გამოყენებით, წარადგინოს, გააკათეოს ზეპირი პრეზენტაცია დაინერესებული აუდიტორიის წინაშე;
დარგის განვითარებისა და საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის მიზნით, ეთიკური პრინციპების დაცვით, გამოიყენოს საკუთარი ან/და სხვისი აკადემიური ნაშრომის მიგნებები.
სოციალური კვლევების ჩატარების ცოდნა საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს აწარმოონ სამხრეთ კავკასიისა და სხვა პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყნებზე ხარისხიანი კვლევა. გამომდინარე აქედან, პროგრამა ამზადებს მომავალ პრაქტიკოსებს, რომლებიც გეგმავენ გახდნენ მკვლევარები, სააჯრო მოხელეები, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებები და დასაქმდნენ სამთავრობო თუ არა სამთავრობო ორგანიზაციებში.